კონსერვატორიაში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
შესრულდა აზარაშვილის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, ასევე იაპონური კომპოზიციები.
ღონისძიება სახელმწიფო კონსერვატორიისა და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.