13 აგვისტო 2026,   21:22
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნიკა კაციას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნიკა კაციას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე გამოიკითხა. ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წაყენებული. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. კაცია ბრალს არ აღიარებს.

"დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მიიღო ინფორმაცია ნიკოლოზ კაციას შესახებ. მან დეტალურად შინაარსობრივად სასამართლოს მოახსენა იმ გარემოების შესახებ, რაც კონფიდენციალურმა პირმა მას მიაწოდა. შემდეგ მან ასევე განაცხადა, რომ გამოიკითხა გამომძიებლის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე და რაღაც სხვადასხვა სახის დეტალებზე უსვამდა დაცვის მხარე შეკითხვებს. უბრალოდ, შემდეგ იყო, როდესაც დააკავეს ნიკოლოზ კაცია, მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. იქ ვითარებას ახსენებდა, რაზეც გასცა პასუხი პოლიციელმა, რომ არ ახსოვდა კონკრეტული დეტალები, უბრალოდ დაინახა, რომ იმყოფებოდა პოლიციაში", - აცხადებს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე.

დღის ამბები