05 ივლისი 2026,   11:36
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" წევრი მოსკოვში გაემგზავრა - მმართველ გუნდში, აქცენტს ოპოზიციის ორმაგს სტანდარტზე აკეთებენ

"შენ რომ ოპოზიცია გქვია, იჩემებ რომ უფრო პატრიოტი ხარ, მაგალითის მიმცემი ხარ და ამ დროს 9 აპრილს რუსეთში გარბიხარ, მინიმუმ უხერხულია," - ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პარტია "ლელოს" ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ რომელაშვილი მოსკოვში იმყოფება. მმართველ გუნდში ოპოზიციის ორმაგს სტანდარტზე აკეთებენ აქცენტს.

"ლელოს" წარმომადგენელი რომ მოსკოვში იმყოფება, ეს ინფორმაცია "კურიერმა" სანდო წყაროზე დაყრდნობით გუშინ მოიპოვა. შეკითხვა - გაემგზავრა თუ არა პარტიის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 9 აპრილს რუსეთის დედაქალაქში გუშინ "ღამის კურიერის" ეთერშიც დაისვა. მწვავე კამათის შემდეგ, პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან სამუშიამ, გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ თამარ რომელაშვილი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის.

ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტს, საკანონმდებლო ორგანოშიც ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რიგ დავალებებს რუსეთიდან იღებდნენ.

რა მიზნით გაემგზავრა "ლელოს" წარმომადგენელი მოსკოვში - ამის გარკვევას "კურიერი" ორი დღე ცდილობდა, თუმცა ლელოში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არანაირი დაზუსტება აღარ გაკეთებულა.

დღის ამბები