10 აგვისტო 2026,   03:47
ვრცლად
ტრამპი: უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი, შესაძლოა, დადებითი მიმართულებით ვითარდებოდეს, რაც მალე გახდება ცნობილი

თითქმის 3 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ომი უკრაინაში ისევ გრძელდება. მთავარი განხილვის საგანი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა. უცნობია რაზე ისაუბრეს მხარეებმა, თუმცა შეხვედრის შემდეგ პოზიტიური გზავნილი გააკეთა დონალდ ტრამპმა, უკრაინა კი ისევ NATO-ში გაწევრიანებას ითხოვს.

"ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი ბრძოლის წინ, რადგან მსოფლიოს მრავალ კუთხეში კონფლიქტები მძვინვარებს. მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში გვექნება სასიხარულო ამბები ამ ბრძოლებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო შედეგს მომავალი გვიჩვენებს. გასული შაბათ-კვირა ნამდვილად საინტერესო იყო და, ჩემი აზრით, ზოგიერთი კონფლიქტის მიმართულებით პოზიტიური ცნობები გველოდება.

ამავდროულად, სხვა მოლაპარაკებებიც წარმატებით მიმდინარეობს. მაგალითად, უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი, შესაძლოა, დადებითი მიმართულებით ვითარდებოდეს, რაც მალე გახდება ცნობილი. ცხადია, არსებობს მომენტი, როდესაც აუცილებელია გაჩუმდე და თავი შეიკავო; მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით მაგრამ, ჩემი შეფასებით, პროცესი სწორი მიმართულებით მიიწევს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები