რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების შექმნას, დეპუტატები დღეს უკვე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.
მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებმა გუშინ პირველი მოსმენით, ერთხმად მიიღეს.
რეგლამენტის მიხედვით, მისი საბოლოოდ დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ფინანსურ ვალდებულებებთან ერთად განსაზღვრავს რომელ სამინისტროებში გააგრძელებენ მუშაობას დღეს მოქმედი უწყების თანამშრომლები.
რაც შეეხებათ ხელმძღვანელებს - ირაკლი ქარსელაძე რჩება ინფრასტურუქუტრის მინისტრად, რეგიონული განვითარების სამინისტროს კი კახა გულედანი უხელმძღვანელებს.