ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა. ყურადღება გამახვილდა სკოლებში საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
განათლების მინისტრის განცხადებით, უწყების მიზანია სასწავლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა.
"სწავლების პროცესის განვითარების კუთხით ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში განვავითაროთ საქართველოში STEM სწავლება, კერძოდ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდილებით, შევქმნათ უფრო ფართო ქსელი, მეორეს მხრივ, ასევე, მათი გამოცდილებით შევქმნათ ახალი კოორგულუმები, ან ჰუმანიტარული სწავლების მიმართულებით, კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ფაქტობრივად წელს პირველად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორ დამოუკიდებელ სტანდარტს შევქმნით, რაც დიდი ხანია იყო სასკოლო საზოგადოების მოთხოვნა", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.