07 აგვისტო 2026,   16:13
ვრცლად
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, გარე ვაჭრობის, რეკლამისა და ქალაქის იერსახის მონიტორინგის განყოფილების უფროსი ზუკა თხილაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ადგილის თვითნებურად შეზღუდვა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას.

"კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებურად შეზღუდვის ფაქტზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები გავაფრთხილეთ. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ალაგებული იქნა უნებართვოდ განთავსებული მაგიდა სკამები, ასევე სხვადასხვა დარღვევებზე ჩატარდა სამართლებრივი ღონისძიებები.

საზოგადოებრივი ადგილის თვითნებურად შეზღუდვა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ფიზიკური პირის 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 2000 ლარის ოდენობით," - აცხადებს ზუკა თხილაშვილი. 

დღის ამბები