"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის სხდომათა დარბაზში დააკავეს.
საქმე ეხება 31 მარტს მომხდარ ფაქტს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდნენ, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს.