16 აგვისტო 2026,   15:44
ვრცლად
სპორტის მინისტრმა ქართველ მრბოლელებს - დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს "EuroNASCAR-ის" ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ქართველ მრბოლელებს - დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს "EuroNASCAR-ის" ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება სპორტის მინისტრმა მიულოცა. ეს ამ ფორმატში პირველი ასპარეზობა იყო.

ვალენსიის ეტაპის მეორე რაუნდში დავით ქაჯაია "ჩელენჯერის თასის" გამარჯვებული გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი "მასტერთა თასზე" მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველმა მრბოლელებმა "NASCAR-ის" ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

დღის ამბები