
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილს პროცესი გაიმართა.
გიორგი ჩიკვაიძეს და მის დედას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. მიზეზად შეძახილები და მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფა დასახელდა.
გამოძიება კომპანია "ელთ ბილდინგის" საჩივრის საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაიწყო.
ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი 82-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.