23 მაისი 2025,   08:27
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა გლდანში საჯარო სკოლები მოინახულეს

საქართველოს პარლამენტის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა გლდანში საჯარო სკოლები მოინახულეს. იმყოფებოდნენ გლდანის პროფესიულ კოლეჯშიც. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს. ისაუბრეს პრობლემების დაძლევის გზებზე და განიხილეს უახლოეს მომავალში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რომ სახელმწიფოსთვის განათლების განვითარება და ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხებია.

„დღეს გლდანის რაიონის 7 სკოლა მოვინახულეთ განათლების სამინისტროსთან, ქალაქის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვნახეთ ის სკოლები, რომლებსაც ყველაზე მეტად აქვს ინფრასტრუქტურული განხორციელების საჭიროება, მოვისმინეთ ადგილზე პრობლემები, დავსახეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები, და ძალიან ბევრი პრობლემა და საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს სკოლებს უახლოეს თვეებში იქნება მოგვარებული“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები