10 აგვისტო 2026,   06:22
ვრცლად
გურულების სააღდგომო ტრადიცია - სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

გურიაში სააღდგომო ტრადიცია არც წელს დაურღვევიათ - ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ტრადიციული სახალხო შეჯიბრება - ლელობურთი გაიმართა. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბებიან.

ლელობურთის დაწყებამდე, წელს, სოფელ შუხუთში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა- გაყიდვა. გაიმართა ჯგუფ "ურსას" კონცერტი.

2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დღის ამბები