
ქეთი კვარაცხელია ერთ-ერთია იმ ასობით სტუდნეტს შორის, რომელმაც მერიის პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო და სწავლის საფასური 70%-ით დაუფინანსდა. მესამე კურსის სტუდენტი და მომავალი არქიტექტორი 6 სულიანი ოჯახიიდანაა, ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა მისთვის დამატებითი სტიმულია.
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება - განცხადებების მიღება მერიაში 31 მაისამდეა შესაძლებელი. ფინანსური მხარდაჭერით ისარგბლებენ როგორც სოციალურად დაუცვლელი და მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სტუდნეტები.
დედაქალაქის მერია პროგრამის ფარგლებში წარმატებულ მაგისტრანტ სტუდენტებსაც წაახალისებს. ერთჯერად სტიპენდიას 400-ზე მეტი სტუნდენტი მიიღებს.
მერიის დაფინანსების პროგრამით მხოლოდ გასულ წელს 5 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა.