
მარტვილში "წაჩხურობა" აღნიშნეს. ტრადიციულად, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მეუფე სტეფანემ ლიტურგია ჩაატარა, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო.
წყვილებს აქ აკვნები ჩააქვთ, რომელსაც წირვის ბოლოს სასულიერო პირები აკურთხებენ.