14 აგვისტო 2026,   10:27
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება - "ბარსელონა" "ინტერს" უმასპინძლებს

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველი შეხვედრა გაიმართება - "ბარსელონა" "ინტერს" უმასპინძლებს.

ბოლო დროს ამ გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მატჩი საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. მით უმეტეს, რომ ბოლოს, როცა "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნახევარფინალში სწორედ კატალონიური კლუბი დაამარცხა. ამიტომ, "ბარსელონას" გარკვეულწილად რევანშიც ასაღები აქვს და მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ამ გუნდისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობს.

კატალონიელებს მიმდინარე სეზონში ქვეყნის თასი უკვე მოგებული აქვთ, ჩემპიონატში პირველ პოზიციაზეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მადრიდის "რეალთან" მოპოვებული 4 ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნოს და ამასთან კარგი შანსი მოიგოს ჩემპიონთა ლიგაც, თუმცა ამისათვის ჯერ მილანის "ინტერის" ბარიერი იქნება დასაძლევი.

დღის ამბები