13 აგვისტო 2026,   14:38
ვრცლად
8 მაისს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდება, ძალა ერთობაშია - მამუკა გორგოძე

ვეტერანი მორაგბე მამუკა გორგოძე გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

როგორც მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში ხელბურთელები ზედიზედ მეორედ გავლენ ევროპის ჩემპიონატზე. 

"8 მაისს, 17:00 საათზე, თბილისი არენაზე ერთად ვგულშემატკივრობთ ჩვენ ხელბურთელთა ნაკრებს, გამარჯვების შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე. ბიჭებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გელოდებით ყველას. ძალა ერთობაშია", - აღნიშნავს მამუკა გორგოძე.

დღის ამბები