ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში მომხდარი ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა დაკავებულებს - მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, თენგო გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურ ძალადობას ედავება, რის შედეგადაც თენგო კობერიძემ მძიმე დაზიანება მიიღო.
პროცესს ოთხივე ბრალდებული ესწრება. ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
არგუმენტებს არ ეთანხმება დაცვის მხარე. უფლებადამცველების თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ასევე, აპროტესტებენ 126-ე მუხლის 225-ე მუხლით შეცვლას და ამბობენ, რომ ეს არა დაგეგმილი, არამედ სპონტანურად მომხდარი ფაქტი იყო და მათივე თქმით, ძალადობა პროვოცირებული იყო მეორე მხარის მიერ.
ადვოკატები აღმკვეთ ღონისძიებად 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმას ითხოვენ. თავად ბრალდებულები ბრალს უსამართლოს უწოდებენ.
შემთხვევა პერევისას მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. ძალადობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. პროკურატურამ ოთხივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა.