საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.
გიორგი ჩიკვაიძე სხდომას არ ესწრება. გამოძიება ჩიკვაიძის თანხის მითვისებას და გაფლანგვას ედავება, მის ბიზნეს პარტნიორს კი 100 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატის განმარტებით, არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ არის, რომელიც მიუთითებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ თანხის მითვისებას აქვს ადგილი.
"მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი უკვე დასრულებულია. დღეს, ბრალდების მხარე მოცემულ საქმეზე იტყვის დასკვნით სიტყვას, ხოლო ჩვენ, დაცვის მხარე 7-ში ვუპასუხებთ დასკვნითი სიტყვით. არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ იკვეთება, რომ მათი მხრიდან მითვისება არის ჩადენილი. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი გიორგი გაძევებულია მოცემული საქმიდან. შესაბამისად, თუ განმხილველი მოსამართლე დააბრუნებს პროცესზე, ამ შემთხვევაში დაესწრება", - განაცხადა ადვოკატმა თემურ ადონიამ.