საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის პროცესი გაიმართა. დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემ. სხდომას არ დასწრებია გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მოსამართლემ მანამდე დარბაზიდან გააძევა.
ჩიკვაიძე დაკავებულია, მის ბიზნესპარტნიორს კი 100 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მომდევნო სხდომაზე დასკვნით სიტყვას უკვე ადვოკატები იტყვიან.
გამოძიება დაკავებულებს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩიკვაიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, რომლებსაც ერთ-ერთი კომპანიისთვის იახტა უნდა ჩამოეყვანათ, ვალდებულება არ შეასრულეს და არც თანხა დააბრუნეს.
ჩიკვაიძეს გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, რის გამოც დააკავეს.