09 აგვისტო 2026,   23:33
ვრცლად
მთაწმინდის პარკმა ახალი სეზონი გახსნა

მთაწმინდის პარკმა ახალი სეზონი გახსნა. ფუნქციონირებს ყველა ატრაქციონი. განახლდა საბაგიროს მუშაობა, ასევე ფუნიკულიორის ტრამვაი, რომელსაც წელს 120 წელი შეუსრულდა.

"წლევანდელი სეზონის მთავარი სიახლე არის საბაგირო, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდებოდით. რუსთაველის #12-დან ყოველდღე უწყვეტ რეჟიმში, 11:00-დან და 23:00 საათამდე, 4 წუთში შეგიძლიათ, რომ მოხვდეთ მთაწმინდის პარკში. პარალელურად, სრული დატვირთვით მუშაობს ფუნიკულიორის ტრამვაი, რომელიც უფრო მეტი დროით - 11:00-დან 00:00-მდე ემსახურება ვიზიტორებს. ამის გარდა, საბაგიროს ზედა სადგურზე ძველი ტირების ტერიტორიაზე გაიხსნა კვების ობიექტების ზონა“, - განაცხადა მთაწმინდის პარკის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ია თარხან-მოურავმა.

 

დღის ამბები