წყალტუბოში "ცივი ტბის" რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები "ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის" ფარგლებში 2023 წელს დაიწყო და პროექტს 16 მილიონი ლარი მოხმარდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა გადასახედს, მოეწყო სათევზაო და ნავსადგომის ადგილები, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველო ბილიკები. ტერიტორია გამწვანდა დამატებითი ნარგავებით, დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო საავტომობილო პარკინგი.
შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმერეთის რეგიონისა და წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.