
დიდი ბრიტანეთს მოქალაქემ, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მოსამართლის კითხვებს არ უპასუხა. თქვა მხოლოდ ის, რომ ფეხმძიმედ არის და წარდგენილ ბრალზე დუმილის უფლება აირჩია.
19 წლის გოგო, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას და ჰაშიშის შემოტანას ცდილობდა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
ბელლა მეი ქიულეი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დაკავების ღონისძიება სამართალდამცველებმა მაშინ დაგეგმეს, როდესაც ბრიტანეთის მოქალაქის ბარგი შეამოწმეს. სკანერის აპარატმა ჩანთაში საეჭვო ნივთიერება აჩვენა. მებაჟე ოფიცრებმა ჩემოდანი სპეციალურ ოთახში გადაიტანეს და გახსნეს. დადგინდა, რომ 19 წლის გოგო, 12 კილომდე ჰერმეტულად დაფასოებულ მარიხუანას და 2 კილო ჰაშიშს მალავდა.
ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკი, საქმის მთავარი ნივთმტკიცებაა. კიდევ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ, ბრალდებულის ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს. ინტერესების დამცველი დრეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
რა გიზტ სმეოიტანა ბელა მეი ქიულეიმ განსაკუთრებიტ დიდი ოდენობით ნარკოიტკი საქართველოში - ამის დასადგენად საგამძებო მოქემდბებეი ინტენსიურად მიმდინარეობს . არ არის გამორიცხული ნარკოდანაშუალის საქმეში, სხვა პირების პასუხისმგებლობსი საგკიტვიც დადგეს .
ბრიტანეთის მოქალაქისთვის წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატირომბას ითვასლიწინებს