ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. შენდება 23 კმ-იანი 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. სოფელ ანანურსა და ფასანაურში ახალი ბაღები აშენდება, ჭოპორტსა და ჟინვალში კი შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.