22 ივნისი 2025,   13:10
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს. არსებული ცნობებით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რის პარალელურადაც შენობის წინ მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი. პერიოდულად, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც ფიქსირდებოდა როგორც შენობის გარეთ, ასევე შიგნით.

ცნობისთვის, 16 აპრილს ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის 20 000 ლარის გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა დღეს იწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს როგორც ფულად ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

დღის ამბები