22 ივნისი 2025,   13:30
ვრცლად
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეეცვალა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიება - 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ გირაო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეუფარდეს, გირაოს გადახდის ვადა კი დღეს ამოიწურა.

დღის ამბები