10 აგვისტო 2026,   06:16
ვრცლად
"თუ გვატყუებს, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ" - ტრამპი პუტინზე

რა გეგმები აქვს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომთან დაკავშირებით - აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან არ იცის უნდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება, თუმცა, ეს ორ კვირაში გაირკვევა. "თუ გვატყუებს, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპმა განმარტება გააკეთა იმაზეც, თუ რატომ იკავებს ის თავს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისგან და ამის მიზეზად მოლაპარაკებების პროცესი დაზიანების საფრთხე დაასახელა.

ამავე დროს, შედგა სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკისა და რუსეთის საგარეო უწყებათა პირველ პირებს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "მარკო რუბიო მიესალმა რუსეთსა და უკრაინას შორის, გასულ შაბათ-კვირას, 1000-1000 სამხედრო ტყვეს გაცვლას.

მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება უკრაინასთან კონსტრუქციული, კეთილსინდისიერი დიალოგისკენ, როგორც ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა,"- წერია გავრცელებულ ტექსტში.

რუსეთი უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებას სტამბოლში, 2 ივნისს სთავაზობს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დღის ამბები