ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა "რუსთავმა" რეპეტიციები განაახლა.
ანსამბლის გაერთიანებულ რეპეტიციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო, ანსამბლის ხელმძღვანელებს და შემოქმედებით კოლექტივს შეხვდა.
შეხვედრაზე თინათინ რუხაძემ ანსამბლს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.