საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, ხოსე ანტონიო პერეს პრიეგოსს, შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის განვითარებასა და ფოთში, საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების თაობაზე იმსჯელეს.
ასევე, მხარეებმა ერთობლივი, სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს. შალვა გოგოლაძის განცხადებით, სპორტის სამინისტრო საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის განვითარებას მხარს აქტიურად დაუჭერს.