აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს. "ჩვენ არ ვართ პუტინთან ერთად სკვერში მოთამაშე ბავშვები. პუტინი მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა," - ამბობს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.
საუბარია დონალდ ტრამპის კომენტარზე, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინასა და რუსეთს პატარა ბავშვები უწოდა.
"ჩვენ არ ვართ პუტინთან ერთად სკვერში მოთამაშე ბავშვები. პუტინი მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა. საქმე პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, საქმე ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნიდან ათასობით მილის დაშორებით იმყოფება და არ შეუძლია, სრულად იგრძნოს და გაიგოს ეს ტკივილი," - აცხადებს ზელენსკი.