10 აგვისტო 2026,   03:19
ვრცლად
თბილისის მერია: რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა

დიდ ლილოში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობების, კაპიტალური საძირკვლებისა და მავთულბადის ღობის დემონტაჟი განახორციელდა.

"სამგორის რაიონში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების უკანონოდ დაკავების ფაქტი. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისთვის", - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

დღის ამბები