19 ივნისი 2025,   16:27
ვრცლად
"სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის" - სოფელ მუკუზანში ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი და გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი გაიმართება

პროექტ “სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზნის მედიათეკაში, მაღალი არტერიული წნევის უფასო სკრინინგი და გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი გაიმართება.

პროექტს "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის" სტუდენტები, გურჯაანის მერიისა და სოფლის გამგეობის ჩართულობით და ხელშეწყობით ახორციელებენ.

"14–15 ივნისს, სოფელ მუკუზანის მედიათეკაში გაიმართება პროექტი “სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის”, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის საკითხებზე, კერძოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, და პირველადი დახმარების პრაქტიკული უნარების განვითარება.

14 ივნისს გაიმართება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სკრინინგი, რომლის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს უფასოდ ისარგებლოს კარდიოლოგ (პროფესორ) შორენა ჭუმბურიძის კონსულტაციით და ადგილზე ჩაიტაროს ელექტროკარდიოგრაფია.

15 ივნისს გაიმართება გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი, რომლის მიზანია მოსახლეობას შესთავაზოს ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისათვის. ტრენინგის ფარგლებში მოსახლეობა გაეცნობა გადაუდებელი მდგომარეობების ამოცნობისა და მართვის მეთოდებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები