07 აგვისტო 2026,   07:37
ვრცლად
დიდუბის რაიონში, რესტორან "გაგრის" მიმდებარედ ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია

დიდუბის რაიონში, რესტორან "გაგრის" მიმდებარედ ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია.

კალაპოტში დროებით შეიტანეს ლოდები და ბეტონის ბლოკები, მოეწყო ხიმინჯები, აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი.

სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ - სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება აღდგენილია. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონია.

დღის ამბები