
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, სტუმრები ტრადიციულ და განსხვავებულ იმერულ კერძებს აგემოვნებენ. "გემოფესტის" ფარგლებში, ადგილზე კვების სივრცეებთან ერთად, ღვინის ბაზარი და ადგილობრივი სამეწარმეო ზონებია გახსნილი. წელს, ფესტივალზე სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ მეწარმეებიც, რომლებმაც სპეციალურად ამ დღისთვის საკუთარი პროდუქცია გამოიტანეს. წელს, ღონისძიებაში 50-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.
ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს ფესტივალის მთავარი მიზანია. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ იმასაც, რომ ყოველწლიური აქტივობა საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვს მნიშვნელოვნად ზრდის.
"გემოფესტი" ქუთაისში კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.