საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.
"ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.
ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.