
ევროპის ძიუდოს კავშირი ეთერ ლიპარტელიანის დღევანდელ ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"სამუდამოდ ისტორიის წიგნებში!
ეთერი ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა! მარადიული შოუ, მომენტი, რომელიც შთააგონებს თაობებს", - წერია ევროპის ძიუდოს კავშირის პოსტში.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო მოიპოვა.