"საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი" - ამ სახელწოდებით კულტურის სამინისტროში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი შეიქმნა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოცემული "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის" ხუთი წიგნის საფუძველზე და ის კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს ეძღვნება.