07 აგვისტო 2026,   00:08
ვრცლად
თბილისში ქუჩების მორეცხვა გრძელდება

დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე, სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები.

მერიაში აცხადებენ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, "თბილსერვისი ჯგუფის" თანამშრომლები სპეცმანქანებით გააგრძელებენ, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩების მორეცხვას.

გზასთან ერთად, მთელი ქალაქის მასშტაბით ირეცხება ნაგავ-შემკრები კონტეინერები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

დღის ამბები