
პროკურატურამ ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას, ედავებიან, რაც მისთვის წყლის შესხმით გამოიხატა.
მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატი პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე საუბრობს.