17 ივლისი 2025,   18:59
ვრცლად
"ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ ოპერაცია არ იყო მიმართული ირანული ჯარის ან ირანელი ხალხის წინააღმდეგ" - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის ოპერაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, შტატების ოპერაციის სამიზნე, მხოლოდ ირანის ბირთვული ობიექტები იყო.

"ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია" - ამბობს ჰიტ ჰეგსეთი და ჩატარებულ ოპერაციას ამერიკის უდიდეს წარმატებას უწოდებს.

"პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ შუაღამისას ირანში სამ ბირთვულ ობიექტებზე ზუსტი დარტყმები მიიტანა. მიზანი ფორდოუს, ნატანზის და ისპაჰანის ტერიტორიაზე ბირთვული პროგრამის განადგურება ან მისი სერიოზული დაზიანება იყო. ეს არის წარმოუდგენელი და ამავდროულად ძალიან დამაჯერებელი წარმატება.

ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ოპერაცია არ იყო მიმართული ირანული ჯარის ან ირანელი ხალხის წინააღმდეგ. პრეზიდენტი ტრამპი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ აცხადებდა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. წერტილი. შესაბამისად, მთავარსარდლის მიერ გაცემული ბრძანება იყო კონკრეტული და ნათელი. ბევრ პრეზიდენტს უოცნებია ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოო განადგურებაზე და ვერავინ შეძლო, პრეზიდენტ ტრამპის გარდა," - აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.

 

დღის ამბები