ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უმასპინძლა. შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 300-ზე მეტი უმცროსი ასაკის მოჭიდავე მონაწილეობდა.
20 წონით კატეგორიაში 80-მდე პრიზიორი და გამარჯვებული გამოვლინდა. ჩემპიონატი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.