09 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა - საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა - საქართველოს პარალამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელს კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. გიორგი ვაშაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ბრალდება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება. 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გამოძიება სულ 8 ოპოზიციონერ ლიდერს ედავება, მათგან 3 - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე უკვე მსჯავრდადებულები არიან.

დღის ამბები