კლასიკური ბალეტის შედევრები, მსოფლიოში აღიარებული დასები და თანამედროვე წარმოდგენები - ამ ყველაფრის სინთეზის ხილვას თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე შეძლებთ.
ფესტივალის ფარგლებში 1 და 2 ივლისს, მაყურებელი სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ, ერთმოქმედებიან ბალეტს ნახავს. მათ შორის "ფერსთ ფლეშია", რომელიც იორმა ელოს ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. როგორც ამბობენ, ის თანამედროვე ბალეტის პოეტური აფეთქებაა, სადაც მოძრაობა, ხმა და ემოცია ერთ მთლიანობას ქმნის.
სად გადის ზღვარი კლასიკურ და თანამედროვე ბალეტს შორის? - ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება "მცირე ცერემონიაში" ვიპოვოთ.
მედი ვალერსკის ნამუშევარში მოცეკვავეები თეთრი ყუთების გარემოცვაში მოძრაობენ, რომელიც სიმბოლურად იმ სამყაროს ასახავს, სადაც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს.
თბილისის ბალეტის ფესტივალი ექვს ივლისამდე გაგრძელდება, მაყურებელს კი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია ის საბალეტო ხელოვნების ნიმუშები იხილოს, რომელმაც მსოფლიო ბალეტის სცენა არაერთხელ დაიპყრო.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი