09 აგვისტო 2026,   21:27
ვრცლად
თბილისის ნაწილს 4 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 4 ივლისს თბილისის საბურთალოს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, პეტრე იბერის, მირიან მეფის, გიორგი ბრწყინვალის, ავთანდილის, რამაზის, დავარის, ფატმანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ასმათის, თინათინის, ვახტანგ ჭელიძის, ტარიელის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, მირიან მეფის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები