
თავდაცვის ძალებში რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბანში დაიწყო და დაბა ნორიოს გავლით მამკოდას ტყე-პარკში დასრულდა. 30-კილომეტრიანი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის რელიეფისა და ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვას მოიცავდა.
ტურნირში 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. შეჯიბრების ბოლოს გამოავლინეს გამარჯვებულები. ღონისძიების მიზანი, სამხედროების ფიზიკური მზადყოფნის გაძლიერება და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება იყო.