05 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
განათლებისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

განათლებისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. განიხილეს სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომელიც სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას ეხება.

"შეხვედრის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ის პროცესები, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასთან და გადაუდებელი საჭიროებების აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული, ისეთივე გრაფიკით და ხარისხით გაგრძელდეს იმისთვის, რომ გადაცემის პროცესმა რაიმე ხარვეზი არ შეიტანოს და პირიქით. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ სწორედ დეცეტრალიზაციისკენ ვდგამთ ნაბიჯებს, როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას ვუზრდით გარკვეულ უფლებამოსილებებს“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები