09 აგვისტო 2026,   17:40
ვრცლად
"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, როგორ განვითარდა მოვლენები უშუალოდ დაზარალებულის შემთხვევაში" - პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი

20 ივნისის საქმეზე, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროკურატურის ინფორმაციით, საფუძველი ️სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობით. მისივე თქმით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, რამდენად სწორად დაიგეგმა საპოლიციო ღონისძიებები და ხომ არ იყო ძალის გადამეტების ფაქტები.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეში დაადგინა დარღვევა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილში და, აღნიშნული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებების დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარება, რათა დადგინდეს შსს-ის მხრიდან ღონისძიების დაგეგმვისას ხომ არ ჰქონია ადგილი რაიმე სახის გადაცდომას, ან დანაშაულებრივ ქმედებას.

შესაბამისად, დღესაც, დაზარალებულის მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, თუ როგორ განვითარდა მოვლენები უშუალოდ იმ დაზარალებულის შემთხვევაში, რომელიც დღეს იღებს მონაწილეობას საგამოძიებო ექსპერიმენტში," - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

დღის ამბები