ქუთაისში მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში განახლდა როგორც სპორტული დარბაზები, ასევე, ადმინისტრაციული შენობა და სასტუმროს ნომრები, რაც სკოლას აძლევს შესაძლებლობას, უმასპინძლოს საერთაშორისო შეკრებებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ძიუდოს, სამბოს, ტაეკვანდოს, კრივისა და კარატეს დარბაზები.
სპორტული სკოლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.