07 აგვისტო 2026,   02:54
ვრცლად
21 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონს შუქის მიწოდება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

21 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას წყვეტისა და კონკრეტული გრაფიკის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სერგი ჭილაიას, საყვირის, ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ჭიჭიკო ბენდელიანის და ვახტანგ ნინუას ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების(ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, ბორის პაიჭაძის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.   

დღის ამბები