ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია იკითხება. ის უწყებაში დაახლოებით ორი საათის წინ მივიდა.
ამავე საქმის ფარგლებში გუშინ გამოიკითხა საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
გამოძიება საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს - ჩორჩანას ეპიზოდი ამ საქმის ნაწილია.