09 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა - ლევან იზორია პროკურატურაში გამოკითხვაზე

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია გამოიკითხა. ის უწყებაში დაახლოებით ორი საათის წინ მივიდა. ამავე საქმის ფარგლებში, გუშინ გამოიკითხა საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ჩორჩანას საქმეთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობდა და ამის შესახებ გამოკითხვის დროს განაცხადა.

"ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, მათ შორის, არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატის ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთ განხილვა არ ყოფილა. 2019 წელს, კერძოდ აპრილის თვეში შეიქმნა აღნიშნული ორგანო, ანუ უსაფრთხოების საბჭო და ამ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, სხდომა არ ჩატარებულა", - განაცხადა იზორიამ.

გამოძიება საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს - ჩორჩანის ეპიზოდი ამ საქმის ნაწილია.

დღის ამბები